ხავარიჯები/ხარიჯიტები არიან გზააბნეული და რადიკალური სექტის წარმომადგენლები. სიტყვა ხავარიჯი ნიშნავს გასულს. ალლაჰის წიგნში ნათქვამია:
ქაბურათ ქალიმათან თახრუჯუ მინ აფვაჰიჰიმ (გამოდის)
დიდია მათი პირიდან გამოსული სიტყვები. (ქაჰფ 18:5)
თავდაპირველად ისინი გავიდნენ ხალიფის მორჩილებიდან და მას აუჯანყდნენ. ხარიჯიტების ყველაზე დიდი ნიშანი არის მუსლიმების ურწმუნოდ გამოცხადება, მათი სისხლის და ქონების ნებადართულობა.
ხარიჯიტების მრწამსის ძირითადი გამოვლინებებია:
1. დიდ ცოდვებზე თაქფირის (ურწმუნოდ გამოცხადება) გამოტანა.
ე.ი ვინც ჩაიდენს მრუშობას, მათი შეხედულებით ურწმუნოა. ვინც ჩაიდენს მკვლელობას ურწმუნოა და ა.შ.
აქვე უნდა ითქვას, რომ ალლაჰის შუამავლის ჰადისებში, დიდ ცოდვებში მოხსენებულია
1. ალლაჰზე თანაზიარი.
2. ჯადოქრობა.
3. მკველობა.
4. ქურდობა.
5. ბრძოლის ველიდან გაქცევა
6. პატიოსან ქალზე ცილისწამება.
7. სესხიდან პროცენტის აღება.
ამ შვიდი ცოდვიდან მხოლოდ ორის ჩამდენზე აკეთებს თაქფირს აჰლი სუნნა. ესენია ალლაჰზე თანაზიარი და ჯადოქრობა, ვინაიდან ეს ორივე ქმედება არის შირქი. ხოლო ხარიჯიტები შვიდივეზე თაქფირს აკეთებენ.
შევეხოთ დღევანდელ პრობლემასაც.
დღეს ის პრობლემა გვიდგას რომ ვინც თავჰიდზე ღიად მოწოდებას დაიწყებს, ის ცხადდება ხარიჯიტად, სათავე არის საუდის არაბეთის გზააბნეული ე.წ სწავლულები, რომლებიც კვებავენ საზოგადოებას იდეით რომ - 'ჩვენ ვართ თავჰიდის ხალხი და ვინც წავა ამის საპირისპიროდ ის ცხადდება ხარიჯიტად'
ამ იდეამ გამოიწვია შემდეგი უთანხმოება:
1. თავჰიდის და შირქის საკითხში უცოდინრობას გამართლებად აცხადებენ.
2. მეორე ჯგუფი ამბობს: არ მართლდება თუმცა ვინც ამართლებს ისინი ჩვენი ძმები არიანო.
3. და ორივე ჯგუფი ცდილობს ამ იდეაზე გაერთიანებას.
მათი მიდგომები ალოგიკურია და აცდენილია საღ აზრს.
ისინი ცდილობენ რომ ურწმუნოება და თავჰიდი გააერთიანონ. ცდილობენ გააერთიანონ ბიდ'ათი და სუნნა.
თუმცა შეუძლებელია სუნნას მიმყოლების და სიახლის მიმყოლების გაერთიანება, მაგრამ მათ გაერთიანებას ცდილობენ, ვინც უცოდინრობას ამართლებს და არ ამართლებს და ამის უარყოფით და საზიანო შედეგებს ვხედავთ. მუსლიმანები მხოლოდ ჭეშმარიტებაზე ერთიანდებიან და არა გზააბნევაზე:
იბნ უმარი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'ჭეშმარიტად, ალლაჰი, ჩემს უმმეთს' - ან ასე თქვა: (ალლაჰი) მუჰამმადის უმმეთს გზააბნევაზე არ გააერთიანებს, (თირმიზი 2167)
ვინც მათ მიერი გაცხადებული გამრუდებული იდეის წინააღმდეგ ამოიღებს ხმას, ცხადდება ხარიჯიტად და მაგალითებად მოჰყავთ ხალიფა ალის და ხარიჯიტების ისტორია.
აქ ჩნდება კითხვა:
ისინი თუ არიან ალის მსგავსები მრწამსში, მაშინ, როცა სხვას ხარიჯიტად აცხადებენ?
მათი მრწამსი სრულიად აცდენილია საჰაბეების მრწამსს და მათ მიერ ვინმეს ხარიჯიტად გამოცხადება სრული უცოდინრობა და უსამართლობაა.
და ალლაჰმა უკეთ იცის.