ეს თემა ისლამურ სწავლებაში დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ ცდილობს შაიტანი და მისი მიმდევრები ადამიანის შეცდენას. ყურანი და სუნნა გვასწავლის, რომ ადამიანის მთავარი მტერი არის შაიტანი, რომელიც სხვადასხვა გზით ცდილობს ადამიანის რწმენის დასუსტებას, ცოდვაში ჩაგდებას და ალლაჰის გზიდან გადახვევას. სწორედ ამიტომ, ისლამური თეოლოგიისა და ეთიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის შაიტანის ხრიკების შეცნობა, რათა მორწმუნემ შეძლოს მათგან თავის დაცვა.
ყურანი პირდაპირ აფრთხილებს ადამიანებს, რომ შაიტანი არის აშკარა მტერი და მისი მიზანი ადამიანების შეცდენაა. ალლაჰი ამბობს:
შაიტანი თქვენი მტერია და მიიღეთ იგი მტრად, რამეთუ ის მოუწოდებს თავის მოკავშირეებს, რათა გახდნენ ცეცხლის ბინადარნი. (სურა ფატირ 35:6)
სხვა აიათში ალლაჰი გვამცნობს, რომ შაიტანი სხვადასხვა გზით უახლოვდება ადამიანს და ცდილობს მის შეცდენას:
და მივალ მათთან წინიდან და უკნიდან, მარჯვნიდან თუ მარცხნიდან და უმეტეს მათგანს მადლიერს ვერ ჰპოვებო. (სურა აღრაფ 7:17)
იმამ ალ-მუნავი გადმოსცემს, რომ მუჯაჰიდმა თქვა: იბლისს ჰყავს შვილები და თოთოეულს აქვს თავისი მისია.
1. სიიბრ - რომლის მისია არის ადამიანის გატეხვა და უცოდინრობაში შეყვანა.
2. ალ-'ავარ - რომელიც ხალხს იზიდავს მრუშობისკენ.
3. საუტ - რომელიც ხალხს მოუწოდებს სიცრუისკენ.
4. დასიმ - რომლის მისია არის ქაოსის გამოწვევა ოჯახში.
5. ზალამბური - რომელიც ცხოვრობს ბაზრებში და ხალხს მოუწოდებს ცუდისკენ და ტყუილისკენ.
(ფაიზ ალ-ყადირ 2:503)
ასევე არსებობენ ჯინები რომლებიც ცდილობენ ადამიანის შეცდენას.
1. ხანზაბი - რომელიც პასუხისმგებელია მლოცველებს, ლოცვის დროს გონება აურიოს და ფიქრებით სხვაგან წაიყვანოს.
2. ალ-ვალაჰანი - რომელიც ეჭვებს გიჩენს აბდესთან დაკავშირებით.
3. ალ-ყარინი - რომელიც ნებისმიერ ადამიანს თან დაჰყვება ყველგან.
და თუ ჰყავს ცოლი?
მისი ცოლის სახელზე ორი განსხვავებული მოსაზრებაა. ერთი აზრის თანახმად მისი ცოლის სახელია ავამი, მეორე მოსაზრებით ტარტაბა რომელიც ალლაჰმა წყეულ იბლისს მარცნიდან გაუჩინა. ალლაჰის სიტყვა:
ნუთუ დაიდგენთ მას და მის შთამომავლობას მეგობრებად ჩემს მაგივრად, მაშინ, როცა ისინი თქვენი მტრები არიან? და უსამართლოთათვის რა ცუდი არჩევანია! (სურა ქაჰფ 18:50)
ამ აიათზე დაყრდნობით ბევრმა განმმარტებელმა განმარტა, რომ შაიტანს ჰყავს შთამომავლობა, რომლებიც ადამიანებს სხვადასხვა გზით აცდუნებენ. სწორედ ამ კონტექსტში გადმოსცემენ ისლამური წყაროები ინფორმაციას შაიტანის ზოგიერთი შვილისა და ჯინის შესახებ, რომელთაც კონკრეტული „მისიები“ აქვთ ადამიანის შეცდენის პროცესში.
და ალლაჰმა უკეთ იცის